კალენდარი

კინოჩვენება ბავშვებისთვის

ფრანკოფონია 2017-ის ფარგლებში, კავკასიის ფრანგული სკოლა კინოჩვენებას სთავაზობს მოსწავლეებს, რომლებიც სარგებლობენ საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდ ''მოლიერის'' პროგრამით.
8-12 წლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, იხილონ ანიმაციური ფილმი ''ბიჭი-მოჩვენება'', რეჟ. ალენ განიოლი და ჟან-ლუ ფელისიოლი.


წინასწარ ჩაწერა აუცილებელია.
თარიღი: 29 მარტი, 13 სთ
მისამართი: კავკასიის ფრანგული სკოლა, ილია ჭავჭავაძის გამზ. 76ბ