კალენდარი

Institut Français | 2017-12-15 10h

კანდიდატების მიღება : საერთაშორისო ტექნიკური სტაჟირება საარქივო სფეროში (STIA) ონლაინ რეგისტრაცია 2017 წლის 15 დეკემბრამდე.

 

STIA 2018 წლის სესია გაიმართება 26 მარტიდან 27 აპრილის ჩათვლით (5 კვირა). სტაჟირებაზე დაწყებამდე, შერჩეული მონაწილე გაივლის სავალდებულო დისტანციურ სწავლებას : უნივერსიტეტ პარიზი 8-სა და ეროვნული არქივების თანამშრომლობით შექმნილ ონლაინ კურსს.
 

თვითონ სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რაც მონაწილეებს საკუთარი პროფესიული ცოდნის დახვეწისა და მთელი მსოფლიოდან ჩამოსული კოლეგების გამოცდილებასთან შედარების საშუალებას მისცემს. როგორც დისტანციური, ასევე ადგილზე გავლილი სტაჟირების შემდეგ, მონაწილენი მიიღებენ საფრანგეთის ეროვნული არქივებისა და უნივერსიტეტ პარიზი 8-ის მიერ მომზადებულ ერთიან სერტიფიკატს.  
 

2018 წლის საერთაშორისო ტექნიკურ საარქივო სტაჟზე ონლაინ ჩაწერა უნდა განხორციელდეს 2017 წლის 15 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე :

https://fi-m-culture.fr/inscriptions/formulaire

  

2017 წლის 1 დეკემბრამდე, სტაჟირების კანდიდატებმა მათ ქვეყანაში მოქმედ საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურული ღონისძიებების სამსახურში უნდა წარადგინონ განაცხადი საკუთარი კანდიდატურის დამტკიცების თხოვნით და გამობეჭდილი და შევსებული საინფორმაციო ფორმულარი.

 

აღნიშნული სტაჟირების მატერიალურ და პედაგოგიურ მხარესთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ გაეცნოთ კულტურისა და კომუნიკაციის სამინისტროს ვებგვერდს შემდეგ ბმულზე :

http://www.culturecommunication.gouv.fr/Nous-connaitre/Emploi-et-formation/Formations-professionnelles/Formation-continue-et-internationale-en-patrimoine/Stages-internationaux/Stage-technique-international-d-archives 

 

Formation-continue-et-internationale-en-patrimoine/Stages-internationaux

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმული:

stia.dgp-formation@culture.gouv.fr