კალენდარი

ღია კარის საღამო საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში

ფრანგული ენის შესწავლა და ფრანკოფონური კულტურის გაცნობა გსურთ ?

ფრანკოფონია 2023-ის ფარგლებში, არ გამოტოვოთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და ჩვენი მედიათეკის „ღია კარის საღამო“ პარასკევს, 17 მარტს, 16:00 საათიდან !

თავისუფალი დასწრება მრავალ აქტივობაზე. ორივე მისამართზე გთავაზობთ ადაპტირებულ აქტივობებს ზრდასრულებისთვის, მოზარდებისა და ბავშვებისთვის.
აღმოაჩინეთ ჩვენი მედიათეკა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია განთავსებული, ლადო გუდიაშვილის ქუჩის 7 ნომერში.
ორგანიზებული ვიზიტი ჩანიშნულია 16:00 საათზე. ამასთანავე, გაგაცნობთ ჩვენს ელექტრონულ კატალოგს 17:00 საათზე და კუტურთეკის პლატფორმას 18:00 საათზე.
_______________________

ინსტიტუტში, მისამართზე - ჩახრუხაძის ქუჩა, პირველი შესახვევი N4, ჩვენი გამოცდილი პედაგოგები გაგაცნობენ ფრანკოფონიის სამყაროს.
შემოგთავაზებთ ფრანგული ენის გაკვეთილები :

  • გაკვეთილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის 16:00-დან 17:00 საათამდე.
  • გაკვეთილი ყველაზე პატარებისთვის 17:00-დან 18:00 საათამდე.
  • გაკვეთილი ზრდასრულებისთვის : დასწრებითი - 17:00-დან 18:00 საათამდე და დისტანციური 18:00-დან 19:00 საათამდე.

გაკვეთილებზე დასწრება წინასწარი ჩაწერით: https://cutt.ly/44e6St1 

ასევე გთავაზობთ ფრანგული ანიმაციური ფილმების ჩვენებას 17:00-დან 18:30 საათამდე.

და, ბოლოს, ჩვენს „ღია კარის საღამოს“ დასასრულს, 17:00-დან 19:00 საათამდე, გაიმართება საფრანგეთში სწავლის პრეზენტაცია.

მოუთმენლად ველით თქვენ მასპინძლობას ფრანგული ენის შესწავლისა და ფრანგული კულტურის გაცნობის საღამოზე.
შეხვედრამდე !