კალენდარი

Expo Georgia | 2017-02-16 11h - 19h

განათლების საერთაშორისო გამოფენა 2017

განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში ყოველი წლის თებერვალში ტარდება საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში. ღონისძიება მიზნად ისახავს, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისა და შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ასევე უცხო ენის კურსებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (კამპუს ფრანსი) წელსაც ჩვეულებისამებრ მონაწილეობას იღებს განათლების საერთაშორისო გამოფენაში ადგილობრივი (ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტები და განათლებაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები) და საერთაშორისო მონაწილეების გვერდით, რათა მიაწოდოს ვიზიტორებს ამომწურავი ინფორმაცია საფრანგეთში სწავლის, სტიპენდიების, საერთაშორისო გამოცდებისა და ფრანგული ენის კურსების თაობაზე.

მობრძანდით, გელოდებით #11.22 სტენდზე 16 და 17 თებერვალს!

მისამართი: ექსპო ჯორჯია, წერეთლის გამზირი #118 (გამოფენის სივრცე)

11-დან 19 საათამდე