კალენდარი

გამოცხადდა განაცხადების მიღება ENA - ს საერთაშორისო მოკლევადიან პროგრამებზე (დისტანციურად ან ადგილზე პარიზში) ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა

  გამოცხადდა განაცხადების მიღება ENA - საერთაშორისო მოკლევადიან პროგრამებზე

  (დისტანციურად ან ადგილზე  პარიზში)

ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა

 

ENA-ს საერთაშორისო პროგრამები გათვალისწინებულია უცხოური ადმინისტრაციების მაღალი თანამდებობის პირების, საჯარო დაწესებულებების აღმასრულებელ ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ უნარები კონკრეტულ სფეროში. პროგრამები 1-დან 4 კვირამდე გრძელდება, ინტენსიური სასწავლო სესიებიების რეჟიმში სპეციალურ თემებზე მიმდინარეობს. სასწავლო კურსი მოცემულია ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე და ტარდება პარიზში ან დისტანციურ რეჟიმში (იხილეთ ქვემოთ მოცემული სასწავლო კურსების ჩამონათვალი).

მიღების პირობები:

საჯარო მოხელე, საჯარო დაწესებულების აღმასრულებელ თანამდებობაზე დასაქმებული ან მისი ექვივალენტი, არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელ პოზიციაზე დასაქმებული პირი

 

•მაგისტრის ხარისხის ან ექვივალენტური დიპლომის მფლობელი, რომელიც დაადასტურებს ოთხწლიან უმაღლეს განათლებას ან, გარკვეულ შემთხვევაებში, დაადასტურებს პროფესიულ გამოცდილებას იგივე სფეროში.

  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურა წარმოდგენილი უნდა იყოს მთავრობის ან დამსაქმებლის მიერ.

•  პროფესიული გამოცდილება მინიმუმ სამი წელი

•  კანდიდატი უნდა წარადგინოს მთავრობამ ან მისმა  დამსაქმებელმა

•  ფრანგული ენის  ცოდნის მაღალი დონე

 

ხარჯები და საფრანგეთის მთავრობის  სტიპენდია

 დასწრებულ პროგრამებზე საცხოვრებელ ხარჯებს სტუდენტი თავად ფარავს.

საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია, რომელიც მოიცავს დისტანციური სასწავლო პროგრამის რეგისტრაციის საფასურს, შეგიძლიათ მოითხოვოთ საქართველოში საფრანგეთის საელჩოში.

დაინტერესებულმაკანდიდატებმაუნდაგამოაგზავნონ  სრული დოსიე (მოცემულია ENA- ვებგვერდზე, იხილეთქვემოთ),2020 წლის 10 ივლისამდე, შემდეგმისამართზე:eleonore.garnier@institutfrancais.ge

სტიპენდია, რომელიც მოიცავს რეგისტრაციის საფასურს და საცხოვრებელ  ხარჯებს, შესაძლებელია მოიძიოთ ეროვნული ან საერთაშორისო, საჯარო ან კერძო დაწესებულებისგან, ან იმ მთავრობისგან, რომელიც წარადგენს კანდიდატს. სტიპენდიის  განკარგვა უნდა მოხდეს  საფრანგეთში უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

ინფორმაცია და რეგისტრაცია :

ფრანგულ ენაზე:

https://www.ena.fr/Formation-continue-Second-semestre-2020/Programmes-Internationaux-et-d-approfondissement/Programmes-internationaux-courts-ex-Cisap

ინგლისურ ენაზე:

https://www.ena.fr/eng/Formation-continue-Second-semestre-2020/International-cycles/cisap

 

2020 წლის მეორე სემესტრის პროგრამების ჩამონათვალი

დისტანციური პროგრამები :

 -საჯარო პოლიტიკის შემუშავება, კონცეფციიდან - შეფასებამდე - 9/14/2020 - 9/25/2020

- ევროპული სტანდარტის ტრაექტორია - 21/09/2020 -25/09/2020

- ევროკავშირის მარეგულირებელი მიდგომა გარემოზე -22/09/2020 - 24/09/2020

დასწრებული პროგრამები  საფრანგეთში (გარდა სექტემბერში  მიღებულიახალი რეგულაციებისა)

- ადგილობრივი მმართველობა და ,,სმარტ ქალაქები’’- 19/10 - 30/10/2020

- ევროკავშირი და მისი ეკონომიკური პარტნიორები - 16/11 - 18/11/2020

- კრიზის მენეჯმენტი და კონფლიქტის შემდგომი მენეჯმენტი - 16/11, 27/11/2020

- მოლაპარაკება ევროკავშირის ფარგლებში და ევროკავშირთან - 30/11/2020 - 04/12/2020

- კორუფციასთან ბრძოლა - 07/12 - 18/12/2020