კალენდარი

ფრანგული ფილმების ჩვენებები

ხმელთაშუა ზღვის ფილმების ფესტივალი


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ხმელთაშუა ზღვის ფილმების პირველი კინოფესტივალის ფარგლებში 16, 17 და 20 მაისს გიწვევთ ფრანგული ფილმების ჩვენებებზე. 

ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ ამირანში. სეანსებზე დასწრება თავისუფალია!

ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით.
 
განრიგი :

16 მაისი, 19:00 - ფესტივალის ოფიციალური გახსნა, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება

17 მაისი, 20:00„უგემრიელესი“, საფრანგეთი, 2020

20 მაისი, 15:30 - „პაპიშა“, საფრანგეთი, 2019
 


ინფორმაცია ფრანგული ფილმების შესახებ:
 
"უგემრიელესი“
საფრანგეთი, 2020წ., 112წთ.
რეჟისორი: ერიკ ბესნარი
მონაწილეობენ - გრეგორი გადებუა, გიომ დე ტონკედეკი, ბენჟამენ ლავერნი, პატრიკ შესნე, იზაბელ კარე და ა.შ.
სინოფსისი: საფრანგეთი, მე-18 საუკუნე. დიდგვაროვანის სახლის პრესტიჟი უპირველეს ყოვლისა მისი სუფრის ხარისხზეა დამოკიდებული. საფრანგეთის რევოლუციის გარიჟრაჟზე გასტრონომია ჯერ კიდევ არისტოკრატების პრეროგატივა იყო. როდესაც შამფორის ჰერცოგ ნიჭიერ მზარეულს მანსერონს დაითხოვს, ის კარგავს ინტერესს კულინარიის მიმართ. თავის ქვეყანაში დაბრუნებულსა იდუმალ ლუიზთან შეხვედრა მას მოაფხიზლებს. მათ ჰერცოგის წინააღმდეგ შურისძიების სურვილი აერთიანებთ, ისინი საფრანგეთში პირველი რესტორნის შექმნას გადაწყვეტენ.
 
„პაპიშა“
საფრანგეთი, 2019წ., 105წთ.
რეჟისორი: მუნია მედური
მონაწილეობენ - ლინა ხუდრი, შირინ ბუტელა, ამირა ჰილდა დუაუდა და ა.შ.
სინოფსისი : ალჟირი, 1990 წელი. ნეჯმა, 18 წლის სტუდენტი, ოცნებობს გახდეს დიზაინერი. დაღამებისას იგი თავის საუკეთესო მეგობრებთან ერთად საერთო საცხოვრებლის ღობეზე ძვრება და ღამის კლუბში დადის, სადაც თავის კოლექციებს ე.წ. "პაპიშებს" ლამაზ ახალგაზრდა ალჟირელ გოგონებზე ყიდის. ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ნეჯა უარს ამბობს შეეგუოს მდგომარეობას და გადაწყვეტს იბრძოლას საკუთარი თავისუფლებისთვის. ის მოდის ჩვენებას მოაწყობს, რითაც ნეჯმა ყველა აკრძალვას შეწინააღმდეგება.

ფესტივალის სრული პროგრამა : https://fb.me/e/4mstOBCVE