კალენდარი

ფრანგულ - ქართული სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის ლაურეატები 2021!

 საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობათა სამაგისტრო  სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია!

სასტიპენდიო პროგრამის  ლაურეატები საფრანგეთმა და საქართველომ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შეარჩიეს, რომელსაც Campus France-ი და განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებენ. ორ მთავრობას შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობა, მიმდინარე წელს, საშუალებას მისცემს 14 ქართველ სტუდენტს, მათ შორის 7 ახალ ლაურეატს, ისარგებლონ სამთავრობო სტიპენდიით. საფრანგეთის უმაღლეს დაწესებულებებში ჩარიცხვის პირობით, სტუდენტები 2021- 2022  აკადემიურ წლისათვის  სწავლის დაფინანსებას მოიპოვებენ  და საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტის სტატუსი მათ დაბინავებისა და სავიზო პროცედურებს გაუმარტივებს.

ეპიდემიოლოგიური მგომარეობის გამო, შესარჩევი კონკურსი სრულად ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა. ორენოვანმა ჟიურიმ შვიდი საუკეთესო სტუდენტი შეარჩია  აკადემიური მოსწრებისა და პროფესიული პროექტის გათვალისწინებით, აგრეთვე, აქცენტი გაკეთდა მრავალფეროვანი დისციპლინური პროფილების მქონე სტუდენტების შერჩევაზე: საინჟინრო მეცნიერებები, არქიტექტურა, საერთაშორისო ურთიერთობები, მენეჯმენტი ...
 
საქართველოში საფრანგეთის საელჩო, ფრანგულ ინსტიტუტთან და განათლების საერთაშორისო ცენტრთან ერთად ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებებს!

იხილეთ გამარჯვებულთა სია : LaureatsBGF.pdf