კალენდარი

ფრანგი მოცეკვავე არტურ ლუარტი თბილისში

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი იწვევენ ფრანგ მოცეკვავეს, არტურ ლუარტის, რომელიც ჩაატარებს მასტერ კლასს ქართველი მოცეკვავეებისთვის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში 6-9 დეკემბერს.



არტურ ლუარტი სწავლობდა ტეატრ გუერას ცეკვის სკოლაში კურიტიბაში (ბრაზილია) 199 წლიდან 2005 წლამდე. 2006 წელს ის სწავლას განაგრძობდა სკოლა-სახელოსნოში "რუდრა-ბეჟარ", შემდეგ კი 2007 წელს ის გახდა ბეჟარის საბალეტო დასის წევრი, მორის ბეჯარის ხელმძღვანელობით, რომელიც მას სოლისტის როლებს ანდობდა, როგორიცაა ფასკუნჯი, შეყვარებული ჯარისკაცი. 2010 წელს ის მოიწვიეს ინგსის ეროვნულ ბქლეტშინ შემდეგ კი ის Opinion Public-ს წევრი ხდება.