კალენდარი

ფილმის „ეჟენი გრანდე“ ჩვენება

2022 წლის 26 ივლისს 20 საათზე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების რიგით მეცხრე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მხატვრული ფილმის „ეჟენი გრანდე“ (რეჟისორი - მარკ დუგანი) პრემიერა გაიმართება.

ფილმზე დასწრება თავისუფალია!

ადგილების დასაჯავშნად მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე - reservation@institutfrancais.ge


სინოფისი : 

„ფელიქს გრანდე სომურში საკუთარ მოკრძალებულ სახლში, სადაც მისი ცოლი და ქალიშვილი ეჟენი სევდიან და უინტერესო ცხოვრებას ატარებენ, ბატონივით ცხოვრობს. გამორჩეულად ძუნწი გრანდე არ სწყალობს ახალგაზრდებს, რომლებიც ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ერთმანეთს ეცილებიან. არაფერი უნდა დაემუქროს იმ უზარმაზარ ქონებას, რომელსაც იგი ასე გულმოდგინედ მალავს. 
გრანდეს ძმიშვილის, ობოლი და გაკოტრებული პარიზელი მომხიბვლელი ყმაწვილის ჩამოსვლა ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ეჟენის სიყვარული და გულუხვობა ბიძაშვილის მიმართ, ფელიქს გრანდეს უსაზღვრო რისხვას გამოიწვევს. ქალიშვილთან დაპირისპირებისას, იგი როგორც არასდროს, მზად არის გასწიროს ყველაფერი სიმდიდრის სანაცვლოდ, საკუთარი ოჯახიც კი ... 
ფილმი გადაღებულია ბალზაკის ნაწარმოების მიხედვით.„

ფესტივალის ივენთის სანახავად გადადით ბმულზე:
https://fb.me/e/1Wm3JzFIN