კალენდარი

DELF/DALF - 2020 წლის სექტემბრის სესია გადატანილია

გამომდინარე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, რომ გაამკაცროს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სანიტარული ზომები, გვიწევს 2020 წლის სექტემბერში დაგეგმილი საგამოცდო სესიის გადატანა და მისი ინტეგრირება 2020 წლის 19-27 ოქტომბერს დაგეგმილ ოქტომბრის სესიაში. 
იხილეთ დეტალური კალენდარი 

2020 წლის სექტემბრის სესიაზე რეგისტრაციები გადატანილი და ინტეგრირებული იქნება 2020 წლის ოქტომბრის სესიაში.

რეგისტრაციების გადატანასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მისამართზე ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge