კალენდარი

DELF/DALF - 2020 წლის ივნისის სესია გადატანილია

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციიდან გამომდინარე და DELF/DALF-ის სესიების სათანადოდ ორგანიზების მიზნით, გვიწევს ცვლილების შეტანა 2020 წლის დაგეგმილი გამოცდების კალენდარში.

შესაბამისად,  DELF/DALF-ის სესია 2020 წლის ივნისში არ ჩატარდება და მისი ორგანიზება შესაძლებელი იქნება საგანგებო სიტუაციისას დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. გადატანილი სესიის ახალი დეტალური განრიგი, ასევე რეგისტრაციის თარიღები და პირობები გამოქვეყნდება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე.

მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის.