კალენდარი

DELF-DALF დიპლომები - ნოემბერი 2019, ოქტომბერი 2020, ნოემბერი 2020


სანიტარული უსაფრთხოების დაცვის მიზნით და ფიზიკური დისტანცირების აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, დიპლომების გაცემის პროცედურა ორგანიზებული იქნება შემდეგნაირად:

  • დაინტერესებულ პირებს (ან მათ წარმომადგენლებს) საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში მოსვლა შეეძლებათ ოთხშაბათს, 14 აპრილს 13:00-დან 14:30-მდე, ხუთშაბათს, 15 აპრილს 15:30-დან 16:30-მდე და პარასკევს, 16 აპრილს, 14:30-დან 17:30-მდე.
  • დაინტერესებულ პირებს (ან მათ წარმომადგენლებს) შეეძლებათ დიპლომის გასატანად მოსვლა შეხვედრის მხოლოდ წინასწარ დაჯავშნით. შეხვედრის დაჯავშნა ხდება ონლაინ. შეავსეთ შესაბამისი ფორმულარი:
    • ონლაინ ფრმულარი 2021 წლის 14 აპრლის შეხვედრის დასაჯავშნად (რეგისტრაცია შესაძლებელია 13 აპრილის ჩათვლით)
    • ონლაინ ფრმულარი 2021 წლის 15 აპრილის შეხვედრის დასაჯავშნად (რეგისტრაცია შესაძლებელია 14 აპრილის ჩათვლით)
    • ონლაინ ფრმულარი 2021 წლის 16 აპრილის შეხვედრის დასაჯავშნად (რეგისტრაცია შესაძლებელია 15 აპრილის ჩათვლით) 
  • დაინტერესებული პირები (ან მათ წარმომადგენლები) უნდა გამოცხადდნენ საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში დანიშნულ დროს და თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, პირბადე (ნიღაბი) და საწერი კალამი;
  • დაინტერესებულ პირებს (ან მათ წარმომადგენლებს) უნდა ეკეთებოთ პირბადე (ნიღაბი)  და დაიცვან მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია ერთმანეთს შორის;
  • საგამოცდო ცენტრის შესასვლელში სავალდებულოა ტემპერატურის შემოწმება და ხელების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.
წინასწარი ჯავშნის გარეშე, საგამოცდო ცენტრი იტოვებს უფლებას, დაინტერესებული პირები (ან მათ წარმომადგენლები) არ დაუშვას საგამოცდო ცენტრში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 922 855  info@institutfrancais.ge