კალენდარი

მედიათეკა | 2022-12-01 18 h

ახალი თარგმანის პრეზენტაცია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
და გამომცემლობა აგორა,
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რომანული ენების ფილოლოგიის დეპარტამენტთან პარტნიორობით,


გიწვევთ შეხვედრაზე

გიორგი ეკიზაშვილი
წარმოგიდგენთ
 
რეზო გაბრიაძის "თეთრი ხიდის"

ფრანგულ თარგმანს,


ხუთშაბათს, 2022 წლის 1 დეკემბერს 18სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.


რეზო გაბრიაძე ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, მწერალი, მხატვარი და მოქანდაკეა. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, მის მიერ გადაღებული 35 ფილმი დიდი წარმატებით სარგებლობდა ყოფილ საბჭოთა სივრცეში. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დააარსა მარიონეტების თეატრი, სადაც თავად იყო პიესების და კოსტიუმების ავტორი. 1990-იან წლებში იგი მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, დგამდა სპექტაკლებს, რომლებიც შემდგომ მთელს მსოფლიოში იყო ნაჩვენები.
რეზო გაბრიაძე რამდენიმე წიგნის ავტორია, რომელთა შორისაა 2000 წელს გამოცემული ნოველა, ’’თეთრი ხიდი’’. ნაწარმოები ქართულიდან ფრანგულად თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა. წიგნი გამოაქვეყნა გამომცემლობამ აგორა.

 

პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, გიორგი ეკიზაშვილი, 1971 წლიდან ასწავლის ფრანგულ ლიტერატურას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გიორგი ეკიზაშვილი ლიტერატურული გადაცემების ყველაზე საპატიო სტუმარია ტელევიზიაში და რადიოში. მისი ინტერვიუები, ფრანგული ლიტერატურის ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხების, ფრანგი ავტორების და მისი, როგორც მთარგმნელის, მოღვაწეობის შესახებ, ხშირად იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში.

გიორგი ეკიზაშვილი არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია: პრემია საბა - 2004 და 2008 წლებში, მიხეილ თუმანიშვილის პრემია - 2008 და 2014 წწ., ღირსების ორდენი - 2012 წ., ივანე მაჩაბლის პრემია - 2013 წ., თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღირსების მედალი 2022 წ., გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია 2021 და 2022 წწ, საფრანგეთის მთავრობის მიერ 2002 წელს მასმიენიჭა აკადემიური პალმის რტოს ორდენის ოფიცრის წოდება, ხოლო 2014 წელს მიენიჭა აკადემიური პალმის რტოს ორდენის კომანდორის წოდება.

მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.