კალენდარი

ონლაინ | 2021-12-14 17სთ00

ახალი თარგმანის პრეზენტაცია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე

ბელა ხაბეიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფრანგული ენისა და ლტერატურის ასოცირებული პროფესორი, 

წარმოგიდგენთ
ალბერ კამიუს "პირველი ადამიანის"
ქართულ თარგმანს,
რომელიც გამოიცა გამომცემლობა აგორას მიერ
მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში
მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი
 
სამშაბათს, 2021 წლის 14 დეკემბერს 17სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე

ზუმის ბმული: 
https://us02web.zoom.us/j/81755212678

ალბერ კამიუს ’’პირველი ადამიანი’’ ფრანგული ენიდან ქართულად თარგმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, პოეტმა, მთარგმნელმა, ლიტერატურის სპეციალისტმა გიორგი ეკიზაშვილმა.

წიგნს წარადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბელა ხაბეიშვილი.

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ალბერ კამიუ არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგი ფილოსოფოსი, რომანისტი, დრამატურგი და ესეისტი.

ალბერ კამიუმ შეიმუშავა აბსურდის ეგზისტენციალური ფილოსოფია, რომელიც ცხოვრების უაზრობის შედეგია. ამ აბსურდულობის გაცნობიერება უნდა გვესმოდეს როგორც გამარჯვება ნიჰილიზმზე, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს, უკეთ იცხოვროს და იარსებოს.

1960 წელს ალბერ კამიუ ტრაგიკულად დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში. მანქანაში მისი ბოლო რომანის - „პირველი ადამიანი“ - დაუსრულებელი ხელნაწერი იპოვეს.  ’’პირველი ადამიანი’’ ალბერ კამიუს ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც 1994 წელს მწერლის ქალიშვილმა, კატრინ კამიუმ გამოაქვეყნა გამომცემლობა გალიმარში. ნაწარმოებში ალბერ კამიუ მოგვითხრობს თავისი ალჟირული ბავშვობის და ფიქტიურ სამყაროში მამის ძიების შესახებ. მწერალი პარალელს ავლებს მის ზრდასრულ ასაკსა და ბავშვობას შორის.

კამიუს გარდაცვალების შემდეგ, ნობელიანტი მწერლის დიდება  და მისი შემოქმედების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდებოდა. ალბერ კამიუს ყველგან ეთაყვანებიან. მწერალი ჩვენი საუკუნის ამბოხისა და წინააღმდეგობის ხატად გადაიქცა.

ალბერ კამიუს „პირველი ადამიანი“ გამოიცა გამომცემლობა აგორას მიერ მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში. წიგნი შეგიძლიათ წასაკითხად გაიტანოთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკიდან.