კალენდარი

ახალგაზრდა მწერლის პრიზი: ნოველების კონკურსი 2019

15-დქნ 27 წლამდე ასაკის ხართ, მწერლობით ხართ გატაცებული და ოცნებობთ თაქვენი შემოქმედების გამოქვეყნებაზე ?
ახალგაზრდა ფრანგულენოვანი მწერლის პრემია თქვენთვისაა განკუთვნილი.

ახალგაზრდა მწერლის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ეროვნების ახალგაზრდა მწერალს, რომელიც საკონკურსოდ წარმოადგენს ფრანგულ ენაზე დაწერილ საკუთარ პროზაულ ნაწარმოებს (ნოველები, ზღაპრები თუ მოთხრობები).

წარმოდგენილი ტექსტი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული, არც უკვე წარდგენილი წინა წლის ახალგაზრდა მწერლის კონკურსზე და არ უნდა ჰქონდეს სხვა ჟიურის მიერ უკვე მინიჭებული პრემია. 
ყოველი მონაწილე იძლევა გარანტიას ტექსტის ორიგინალურობაზე, რომლის ავტორიც თვითონაა. საკუთარ ნაწარმოებში უკვე გამოქვეყნებული, მათ შორის ჟურნალ-გაზეთებში თუ თუ ინტერნეტსივრცეში, ტექსტების გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს ჟიურის.

მონაწილეობის ბოლო თარიღია:
2019 წლის 15 თებერვალი

რეგისტრაცია: http://www.pjef.net/inscription/inscription-au-prix-du-jeune-ecrivain


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ?
კანდიდატები დაბადებული უნდა იყვნენ 1992 წლის 1 იანვარსა და 2003 წლის 31 დეკენბერს შორის.
პირველი პრიზის გამოკლების, ყოფილ ლაურეატებს შეუძლია ხელახლა მონაწილეობის მიღება თუ ისინი აკმაყოფილებენ ასაკობრივ პირობას.

ტექსტების პრეზენტაცია:

ფრანგულ ენაზე, En langue française, Word ან OpenOffice ან LibreOffice ფორმატში
სიტყვათა რაოდენობა - მინიმუმ 2800 და მაქსიმუმ 9000.
შრიფტი Time New roman / ზომა 12/ ხაზთა შორის დაცილება 1.5 / ჩარჩო ნორმალური
ანონიმურობის დაცვისთვის: არც ავტორის გვარი, არც ხელომოწერა, არც ილუსტრაცია.
გვერდები დანომრილი უნდა იყოს.
სათაური სავალდებულოა

კონკურსის რეგლამენტი: http://www.pjef.net/concours/modalites-de-participation-et-inscription