კალენდარი

26 ნოემბერი - ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღე

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღნიშნავს ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.

ეს დღე აერთიანებს ფრანგულის, როგორც უცხო ენისა და ბილინგვური სწავლების ენის პედაგოგებს მთელს მსოფლიოში. ამ დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ფრანგული ენის მასწავლებლის პროფესიის წარმოჩენა, მასწავლებელთა შორის კავშირებისა და სოლიდარობის დამყარება, განმტკიცება, უშუალო გარემოში შეხვედრების ორგანიზება, პედაგოგიური პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

წლევანდელი თემატიკაა : NOUVEAUX LIENS ET NOUVELLES PRATIQUES : PROJETS POUR DEMAIN

წელს 26 ნოემბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალი ღონისძიება ჩატარდება:

 
დასახელება: ასოციაცია "La Renaissance française" ქართული წარმომადგენლობის პრეზენტაცია 
დასაწყისი: 12:00
ხანგრძლივობა: 3სთ
ფორმატი: ონლაინ ღონისძიება, ზუმის გამოყენებით
ორგანიზატორი: ასოციაცია "La Renaissance française"-ის ქართული წარმომადგენლობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროგრამა: 
- ასოციაციის დაფუძნების ოფიციალური ცერემონია
- ფრანგულენოვანი ორგანიზაციების წარმომადგენლების მოხსენებები

დასახელება: საქართველოს სასკოლო დაწესებულებებში ფრანგული ენის ახალი სახელმნძღვანელოების ოფიციალური პრეზენტაცია
დასაწყისი: 13:30
ხანგრძლივობა: 1სთ
ფორმატი: ონლაინ ღონისძიება, ზუმის გამოყენებით
ორგანიზატორი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. პარტნიორები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
პროგრამა:
  • სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
  • სახელმძღვანელოს გამოყენებისთვის ტრენინგმოდულების პრეზენტაცია
 
დასახელება: მრგვალი მაგიდა ''ასაუბრება, გამოცდილების გაზიარება, მხარდაჭერა. ფრანგული ენის ონლაინ გაკვეთილების იდეები და მაგალითები"
დასაწყისი: 15:00
ხანგრძლივობა: 2სთ
ფორმატი: ონლაინ ღონისძიება, ზუმის გამოყენებით
ორგანიზატორი: საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია AGPF+
პროგრამა:
  • ფრანგული ენის პედაგოგების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლების ვიდეომიმართვები
  • თანამედროვე კონტექსტში სწავლების სირთულეები და გამოწვევები - გამოცდილების გაზიარება, რეალური გაკვეთილების და კონკრეტული მაგალითების პრეზენტაცია

დასახელება: საერთაშორისო პედაგოგიური პლატფორმის IFprofs ოფიციალური პრეზენტაცია საქართველოში
დასაწყისი: 18:00
ხანგრძლივობა: 1სთ
ფორმატი: ონლაინ ღონისძიება, ზუმის გამოყენებით
ორგანიზატორი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. პარტნიორები: საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
პროგრამა: 
- პლატფორმის პრეზენტაცია
- ანიმატორების გაცნობა