კალენდარი

საერთაშორისო სამაგისტრო სტიპენდიები 2017-2018

უნივერსიტეტი პარი-საკლაი აცხადებს საერთაშორისო მიღებას, როგორც საკუთარ სამაგისტრო პროგრამებზე (ეროვნულ სადიპლომო პროგრამებზე), ისე ქსელის წევრ ყველა სხვა უნივერსიტეტებში შემოთავაზებულ პროგრამებზე, რითაც საერთაშორისო სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის სასურველ პროფესიას დაეუფლონ საერთაშორისო გარემოში. ეს შეთავაზება განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც აპირებს საფრანგეთში სამაგისტრო და სადოქტორო კვლევაზე მუშაობას.

2017-2018 წლისათვის გათვალისწინებულია 160 მობილობის სტიპენდია, რომლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ პარი-საკლაის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე მიღებული, აკადემიური მოსწრებით გამორჩეული სტუდენტები.

სტიპენდიით სარგებლობას შეძლებენ, როგორც მასტერ 1, ასევე მასტერ 2-ის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველები. მასტერ 2-ის შემთხვევაში, მათ უნდა დაადასტურონ, რომ ფლობენ შემდგომ საფეხურზე მოსახვედრად საჭირო კრედიტებს.


განაცხადის გაკეთება შეუძლიათ:

  • საფრანგეთის ტერიტორიაზე ახალჩასულ, 30 წლამდე ასაკის ინდივიდებს.
  • საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან მინიმუმ ბოლო ერთი წლის მანძილზე და ირიცხებიან არასადიპლომო პროგრამაზე.
  • საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც საფრანგეთში გადიან ლინგვისტური სტაჟირების კურსს.


პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების გასაცნობად, ეწვიეთ  ბმულს.