კალენდარი

l’ENS Paris-Saclay- ს სამაგისტრო, სადოქტორო და კვლევითი სტიპენდიები


L’École normale supérieure Paris-Saclay, აცხადებს საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტრო სასტიპენდიო კონკურსს 2019 – 2020  წლისათვის.
კონკურსი ეხება საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებსაც სურთ:

- გაიარონ მაგისტრატურის პირველი (M1) ან მეორე წელი (M2) l’ENS Paris-Saclayს სამაგისტრო პროგრამებზე;

- ან განახორციელონ სადოქტორო პროგრამის ნაწილი  (თანახელმძღვანელობის ფარგლებში)  l’ENS Paris-Saclayის ლაბორატორიასა და კვლევით ცენტრებში.

- ან განახორციელონ კვლევითი მობილობა 6 თვის მანძილზე l’ENS Paris-Saclay ლაბორატორიაში. კვლევითი მობილობა ეხება იმ უცხოელ სტუდენტებს რომლებიც ჩარიცხულნი არიან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსიდან დოქტორანტურის საფეხურის ჩათვლით. 
განაცხადების გადაგზავნის ბოლო ვადაა :  2019 წლის 15 მაისი.


პროგრამების კატალოგი იხილეთ ბმულზე:ttp://ens-paris-saclay.fr/actualite/bourses-internationales-entrantes-ens-paris-saclay-2019-2020-lancement-du-programme

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:

Reglement_du_programme_de_bourse_ENS_2019_2020_FR.pdf



Regulations_of_the_2019_2020_ENS_Paris-Saclay_international_scholarship_program_EN.pdf