კურსები
გამოცდები

Vive la Culture! - ფრანგული გაკვეთილები (საფრანგეთში ერთი სასწავლო ტურის შესახებ)

ერთი თვის წინ, პარიზსა და ბორდოში, პროგრამა Courants du Monde („მსოფლიო დინებების“) ეგიდით, მორიგი საერთაშორისო სემინარი ჩატარდა, რომელსაც საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტრო და ორგანიზაცია la Maison des Cultures du Monde („მსოფლიო კულტურის სახლი“) ხელმძღვანელობდა. თემებმა - „კულტურის ორგანიზაციები ტერიტორიული განვითარების სამსახურში" და „ხელოვნება ციფრულ ხანაში“ კულტურის სფეროს 29 პროფესიონალს მოუყარა თავი 15 ქვეყნიდან.

ვრცლად

ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის სიტყვა

ტერორისტურლმა აქტმა კიდევ ერთხელ შეძრა საფრანგეთი და განსაკუთრებით, ეროვნული დღესასწაულის, 14 ივლისის საღამოს, დაუპირისპირდა მის ღირებულებებს. საფრანგეთი: თავისუფლების, თასნასწორობის, ძმობის, სიცოცხლის სიხარულის და ადამიანის ავტონომიური არჩევანის ქვეყანა, კიდევ ერთხელ გახდა მისი სამიზნე ყოველგვარ კულტურულ, სოციალურ თუ რელიგიურ დეტერმინიზმთან მიმართებაში.

ვრცლად

ჩვენი აქტივობები

მედიათეკა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში.

მედიათეკის ფონდი:

  • თანამედროვე საფრანგეთის ცხოვრების ყველა სფეროს ამსახველი 16 000 დოკუმენტი
  • რეგულარულად განახლებული კოლექციები ყველა სახით: წიგნები, პერიოდული გამოცემები, კომპაქტური დისკები, ფილმები DVD და Blu-ray ფორმატით, ასევე ელექტონული დოკუმენტების ბაზა
  • ენის შემსწავლელთა ბიბლიოთეკა
  • გალიკა - ფრანგულენოვან მწერალთა ნაწარმოებების თარგმანები ქართულ ენაზე
  • ფრანგულენოვანი ქვეყნების ლიტერატურის და ცივილიზაციის ფონდი
  • ჟეორჟიკა - ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნები საქართველოს შესახებ და ქართველ ავტორთა თარგმანები

გამოცდები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი არის ერთადერთი ენების ცენტრი საქართველოში, რომელიც ფლობს პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრისა და პარიზის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის ლიცენზიებს ფრანგული ენის შემდეგი საერთაშორისო გამოცდების ჩასატარებლად:


ვრცლად
DELF /DALF TCF TEF TEFAQ

ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ სპეციალისტის მიერ დოკუმენტების თარგმნის მომსახურებას, ქართულ-ფრანგულ ენებზე, საფრანგეთის საკონსულოს ადმინტრაციული მოთხოვნების შესაბამისად. სრული ინფორმაცია ამ სერვისთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ მომდევნო რუბრიკაში: "საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი".

ვრცლად

წასვლა საფრანგეთში

საფრანგეთს პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში ყველაზე ტურისტულ ქვეყნებს შორის, მაგრამ გარდა ამისა, ასევე არის მე-3 ქვეყანა, რომელიც იღებს ყველაზე მეტ უცხოელ სტუტენდს და ევროპის მე-3 ქვეყანა, საერთაშორისო ინვესტიციებისთვის.


ვრცლად